
სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო–კვლევითი ცენტრის სპეციალისტების მიერ 2018 წელს ბროკოლის თესვის ვადების შესწავლაზე ჩატარებული ცდის შედეგები - იანვარის და თებერვლის თვეებში (თოთოეული თვეში ორი ვადა), საჩითილეში (აგურის ენერგო დამზოგავი სათბური), კასეტებში დაითესა ბროკოლის თესლი. იანვარში, პირველ ვადაში ნათესიდან გამოზრდილი ჩითილი 6 მარტს გადაირგო, როგორც გვირაბისებურ პოლიეთილენის ენერგეტიკულ სათბურში, ასევე ღია გრუნტში. პირველი მოსავალი დახურულ გრუნტში - 10 მაისი, მეორე ვადაში ნათესიდან - 16 მაისს, ხოლო მესამე და მეოთხე ვადაში ნათესიდან - 31 მაისსა და 8 ივნისს. ღია გრუნტში პირველი მოსავალი - 8 ივნისს. ღია გრუნტში ბროკოლის მოსავალი იყო 13 ტ/ჰა-ზე, დახურულში კი 15 ტ/ჰა-ზე, ორივე შემთხვევაში მოსავლი მაღალი ხარისხით გამოირჩეოდა.