მაღალხარისხიანი საღვინე ვაზის ჯიშია. მისგან დამზადებული ღვინო სრული ჰარმონიულობით და მდიდარი ჯიშური არომატით ხასიათდება. მოსავლის გვიან აღების შემთხვევაში შესაძლებელია ნახევრად ტკბილი ღვინის დამზადება.
ფოთოლი საშუალო ზომის, მომრგვალო ან ოდნავ განიერ-ოვალური. სამ ნაკვთიანი.ზედა მხარე გლუვი ან ბადისებრ დანაოჭებული. ქვედა მხარე ხშირი შებუსვით.
მტევანი საშუალოზე მცირე, ცილინდრულ-კონუსური. ხშირად ფრთიანი. საშუალო სიმკვრივის. არის თხელი მტევნებიც. მარცვალი საშუალო ან საშუალოზე მცირე ზომის. სქელკანიანი და საშუალო კონსისტენციის რბილობით. სასიამოვნო გემური თვისებებით.
ყურძნის სიმწიფე დგება ოქტომბრის ბოლოს. სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა 185-188 დღე. ვაზი საშუალო ან საშუალოზე ძლიერი ზრდისაა, საშუალო მოსავლიანი. ყურძნის წვენის შაქრიანობა 21.5-23%; საერთო მჟავიანობა 8.4-9.5გ/ლ; pH - 3.44.