უსახელოური წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია.
წარმოშობა - რაჭა-ლეჩხუმი.

პროდუქცია გამოიყენება მაღალხარისხოვანი სუფრის და ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინის დასამზადებლად.

ფოთოლი საშუალო ან საშუალოზე მცირეა, მომრგვალო ან განიეროვალური, სამ-ხუთნაკვთიანი, გვხვდება სრულიად დაუნაკვთავი ფოთლებიც. ზედა მხარე გლუვი ან ბურთულისებრი. ქვედა მხარეს ახასიათებს სუსტი შებუსვა.

მტევანი საშუალო ან საშუალოზე მცირე ზომის, ცილინდრულ-კონუსური ფორმის. ახასიათებს მხრიანობა. მკვრივია ან საშუალო სიმკვრივის. მარცვალი საშუალო, მომრგვალო. სრულ სიმწიფეში მუქი ლურჯი, შავ ფერში გარდამავალი, კანი თხელი, საკმაოდ წვნიანი, საშუალო კონსისტენციის რბილობით. სასიამოვნო ტკბილი გემოთი.

ჯიში საშუალო ან საშუალოზე საგვიანო პერიოდისაა, ყურძენი ოქტომბრის პირველ ნახევარში მწიფდება. სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა 180-185 დღე. ვაზი საშუალო ზრდისაა. ყურძნის წვენის შაქრიანობა: 25-26.0%; საერთო მჟავიანობა: 6.3-7.5გ/ლ; pH - 3.45 .
წყარო:
თუ მომავალშიც გსურთ ჩვენი სიახლეების მიღება,
მოიწონეთ "ეკონიუსი"

ღვინო
ყურძენი