როგორ გამოვიყვანოთ და გადავრგოთ ყვავილოვანი კომბოსტოს ჩითილი

3 სექტემბერი, 2020 15:45 ვენახი, ბაღ-ბოსტანი, ფერმა







 ყვავილოვანი კომბოსტო ძირითადად ჩითილის მეთოდით მოყავთ, თუმცა მისი მოყვანა შეიძლება პირდაპირ ღია გრუნტში თესლის თესვით.
🥬 საქართველოში ყვავილოვანი კომბოსტოს მოსავალი შეიძლება მოვიყვანოთ 2–ჯერ. პირველი მოსავლის მიღების მიზნით დაცულ გრუნტში თესლი უნდა დავთესოთ კასეტებში იანვრის ბოლოს - თებერვლის დასაწყისში.
🥬 მარტის ბოლოს 35–40 დღიანი ჩითილი უნდა გადავრგოთ ღია გრუნტში მუდმივ ადგილზე მწკრივად, მწკრივთაშორის მანძილი 60–70 სმ. მცენარეთაშორის 25-30 სმ.
🥬 ირგვება ზოლებრივადაც, ოთხმწკრივიანი, ან ექვსმწკრივიანი ზოლი.
🥬 მეორე მოსავლის მიღების მიზნით მაისის ბოლოს თესლი უნდა დავთესოთ ღია საჩითილე კვალში და ივლისის შუა რიცხვებში გადავიტანოთ მუდმივ ადგილზე.
🥬 ღია საჩითილე კვალი დარგვის წინ აუცილებლად ჭარბად უნდა მოვრწყათ, რათა ამოღებისას ფესვები ნაკლებად დაზიანდეს. ჩითილის დარგვა ხდება ხელით და სარგავი მანქანით. მცენარეები ირგვება პირველ ფოთლამდე და აუცილებლად უნდა მოირწყოს.
🥬 ყვავილოვანი კომბოსტოს მოყვანის დროს გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ თავის ფორმირება უნდა მოხდეს სიგრილეში. ყვავილოვან კომბოსტოს მოყვანა სხვა კომბოსტოსნაირ სახეობებთან შედარებით რთულია.


წყარო:


თუ მომავალშიც გსურთ ჩვენი სიახლეების მიღება,             

                                მოიწონეთ "ეკონიუსი"


                                                



ბოლო სიახლეები