
სრულმსხმოიარე ბაღებში თხილის მცენარის ფესვთა სისტემა ვითარდება ვარჯის პროექციის ფარგლებში ჰორიზონტალურად 2,5 მეტრზე და ვერტიკალურად 1 მეტრამდე. ფესვთა სისტემის ძირითადი მასა განლაგებულია ფესვის ყელიდან ერთი მეტრის რადიუსში, ხოლო ვერტიკალურად 0.5 მეტრ ფარგლებში. ნიადაგის დამუშავება მიმდინარეობს შემოდგომა- ადრე გაზაფხულზე, მსუბუქი შებარვით ან აჩეჩვით.

ვაკე ადგილებზე ნიადაგის აჩეჩვა ხდება ბაღის კულტივატორით 5-10 სმ. სიღრმეზე, ფოსფორიანი და კალიუმიანი სასუქების ჩაკეთებით. აზოტიანი სასუქები შეიტანება მარტის ბოლოს - აპრილის თვეში ერთ დოზად. შეტანის ნორმებია: N -120-130კგ.ჰა-ზე, P2O5 -100-120კგ.ჰა-ზე, K2 O- 70-80 კგ.ჰა-ზე.(სუფთა ელემენტზე
გადაანგარიშებით.

მინერალური სასუქების ეს დოზები შეიძლება იცვლებოდეს ნიადაგის ტიპის, მექანიკური შემადგენლობის, ან არის რეაქციის მიხედვით.

ორგანული სასუქებიდან აუცილებელია თხილის
ბაღებში 2-3 წელიწადში ერთხელ თითო ბუჩქზე 20-30 კგ. ნაკელის ან ტორფკომპოსტის შეტანა ნიადაგის საშემოდგომო-საზამთრო დამუშავების დროს.

სავეგეტაციო პერიოდში თხილის ბაღებში ადგილი აქვს სხვადასხვა სახეობის სარეველების მასიურ განვითარებას. გამოიყენება სარეველების წინააღმდეგ ბრძოლის როგორც მექანიკური (2-3 ჯერ გაცელვა) ასევე ქიმიური ღონისძიებები. მაღალეფექტურია გლიფოსატის წარმოებული პრეპარატების (კლინი, ურაგანი, ნოკდაუნი, რაუნდაპი) ჰერბიციდების სახით გამოყენება ვეგეტაციაში მყოფ სარეველებზე მაისი-ვნისის თვეში. 3-4 ლიტრი ჰა-ზე 300-400 ლიტრი სამუშაო ხსნარით. შესხურება უნდა მოხდეს მიმართულებითი, ანუ მხოლოდ სარეველებზე. ხსნარი არ უნდა შესხურდეს თხილის ნაზ ყლორტებზე.
წყარო:
თუ მომავალშიც გსურთ ჩვენი სიახლეების მიღება,
მოიწონეთ "ეკონიუსი"
