ფეიჰოას პლანტაციის გაშენება

9 სექტემბერი, 2020 15:41 ვენახი, ბაღ-ბოსტანი, ფერმა




🌱 ფეიჰოა ნიადაგის მხრივ დიდად მომთხოვნი არაა. ის კარგად ვითარდება საშუალო და მსუბუქ თიხნარ ნიადაგებზე. კოლხეთის დაბლობზე ფეიჰოას კულტურისათვის ასათვისებელ ნიადაგებს ეკუთვნის ალუვიური, სილნარი, ეწერი და სუსტი ეწერი ნიადაგები.
🌱 გარდა ნიადაგური ფაქტორისა გასათვალისწინებელია გრუნტის წყლის სიახლოვე, აბსოლუტური მინიმუმების საშუალო ტემპერატურა, ცივი და ცხელი ქანების მოქმედების სიხშირე და სიძლიერე.
🌱 რაც შეეხება აჭარა, გურიის, სამეგრელოსა და აფხაზეთის გორაკ-ბორცვიან წითელმიწა, ყვითელმიწა, ეწერმიწა ნიადაგებს აქ ფეიჰოას კულტურას ზრდა-განვითარებისა და მსხმოიარობის საუკეთესო პირობები აქვს.
🌱 ამ ზონებში ნიადაგის ჭარბი ტენიანობის გამო აწყობენ 12 მეტრიან ოვალურ კვლებს სადრენაჟო არხებით, ნიადაგს 2-3 წლით ადრე აკულტურებენ და რგავენ ფეიჰოას მცენარეებს 3 მწკრივად 4x3 მ-ის სიხშირით ანუ 4 მეტრი მწკრივებს შორის, 3 მეტრი მწკრივში მცენარეთა შორის. ანალოგიურად წარმოებს ნაკვეთის აგეგმვა გორაკბორცვიან ზონებში. ვაკე ადგილებზე მწკრივთა შორის მანძილი შესაძლებელია იყოს 4მ. მცენარეთა შორის 3 მეტრი.
🌱 რაც შეეხება 100ზე ზემოთ დაქანებულ ფერდობებს აგეგმვა წარმოებს გარდიგარდმო-ჰორიზონტალურად. სარგავ ზოლზე მოინიშნება რგვის ადგილები 3x3მზე.
🌱 ნიადაგს წინასწარ ამუშავებენ 45სმ. სიღრმეზე, დამუშავებისას შეაქვთ ფოსფორიანი სასუქი 200-250კგ. ანგარიშით ჰექტარზე. დარგვის წინ მონიშნულ ადგილებში ამოიღებენ 30- 40 სმ. სიღრმის ორმოს, მასში შეაქვთ 10კგ. ტორფკომპოსტი, 250 გრ. სუპერფოსფატი და 100 გრ კალიუმის მარილი.
🌱 დასარგავად გამოიყენება პოლიეთილენის პარკში გამოყვანილი 1 ან 2 წლიანი სტანდარტული ნერგები, რომლებსაც გააჩნიათ შესაბამისი სერთიფიკატი. დარგვის დროს ნერგს ფრთხილად აშორებენ პოლიეთილენის პარკს და მიწის კომთან ერთად ათავსებენ წინასწარ შემზადებულ
ნიადაგის ნარევში, ნერგს ასწორებენ ვერტიკალურად, ფრთხილად აყრიან ნიადაგს და ტკეპნიან.
🌱 ნერგებით პლანტაციის გაშენება შესაძლებელია შემოდგომაზე 15 სექტემბრიდან ნოემბრის ბოლომდე, გაზაფხულზე პირველი მარტიდან აპრილის ბოლომდე.
🌱 პლანტაციის გაშენების დასასრულს თითოეული ფერმერი ადგენს ნაკვეთის პასპორტს, რომელშიდაც დაფიქსირდება: გაშენების წელი, ადგილმდებარეობა, ჯიშური შედგენილობა, გაშენების სიხშირე და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

წყარო:


თუ მომავალშიც გსურთ ჩვენი სიახლეების მიღება,             

                                მოიწონეთ "ეკონიუსი"


                                                


ბოლო სიახლეები