პეკანის სამრეწველო ჯიშები

11 სექტემბერი, 2020 15:50 ვენახი, ბაღი და ბოსტანი




პეკანის ჯიშთა რაოდენობა 200-მდეა, მათგან ყველაზე უკეთესი სამრეწველო ჯიშებია:

🌿 შლეი - ხე ძალიან მაღალია, სქლად შეფოთლილი, ვარჯი მრგვალია, სიმეტრიული, მსხმოიარობას ადრე იწყებს, ახასიათებს ზომიერი, რეგულარული მსხმოიარობა. კაკალი დიდი ზომისაა, მოგრძო, წვერში ძლიერ წაწვეტებული, ბოლოში ბლაგვი. ნაჭუჭი ღია მიხაკისფერი,თხელი, ადვილად ტყდება და სცილდება თესლს. თესლი ძალიან ტკბილი, გემრიელი, მდიდარია ზეთით, ადრე მწიფდება. ჯიშის ნაკლოვანებაა:მცირე მოსავლიანობა და დაავადებებისადმი ნაკლები გამძლეობა.

🌿 კურტისი - ხე სქლად მოზარდი, ვარჯი გადაშლილი, საკმაოდ ლამაზი, კაკალი საშუალო ან მცირე ზომისაა, ადვილად ტყდება, თესლი ღია ჩალის ფერია კარგად ავსებს ნაჭუჭს, მკვრივია, ადვილად სცილდება ნაჭუჭს. გამძლეა სოკოვანი დაავედებების მიმართ.აქვს მოსავლიანობის პერიოდულობისაკენ მიდრეკილება, გვიან მწიფდება.

🌿 სტიუარტი - ხე მაღალია, ძლიერ მოზარდი. კაკალი დიდი ზომისაა, წაგრძელებული ფორმის. ნაჭუჭი მორუხო ნაცრისფერია, საშუალო სისქის, ადვილად იტეხება. ტიხრები თხელია, თესლი მსხვილია, ღია ჩალისფერი, კარგად ავსებს ნაჭუჭს, მოტკბოა, კარგი გემოსი, უძლებს სოკოვან დაავადებებს, მსხმოიარობა ზომიერი და რეგულარულია. ფართოდ გავრცელებული ჯიშია.

🌿 მონეიმეკერი - კაკალი საშუალო ზომისაა. კვერცხისებრი ან მოგრძო კვერცხისებრი ფორმის, ოდნავ წიბოიანი. ნაჭუჭი საშუალო სისქის, იტეხება ძალიან კარგად. თესლი მთლიანად ავსებს ნაჭუჭს. კარგი გემური თვისებების, ჯიში ადრე მწიფადი, მოსავლიანი, ყინვაგამძლეა.

🌿 ფროტჩერი - ხე ახალგაზრდობაში ძლიერ იზრდება და თანდათანობით იძლევა გადაშლილ ვარჯს. კაკალი დიდი ზომისაა, ოდნავ წაგრძელებული, ცილინდრულ კვერცხისებრი ფორმის. ნაჭუჭი საშუალო სისქისაა, კარგად იტეხება და გული ადვილად თავისუფლდება, თესლის რბილობი მშრალია, მოუხეშო, მაგრამ გემრიელი. მოსავლიანი ჯიშია, ადრემწიფადი.

🌿 კაკალი ზიბოლდა - შედარებით დაბალი ჯუჯა მცენარეა, ხასიათდება უხვი მსხმოიარობით, მტევანზე 15- 20 ნაყოფი, საუკეთესოა როგორც ნედლეული მაღალხარისხოვანი მურაბების მოსამზადებლად. მრავლდება თესლით, იძლევა გენეტიკურად ერთგვაროვან ნათესავებს.


წყარო:

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი / SRCA


თუ მომავალშიც გსურთ ჩვენი სიახლეების მიღება,             

                                მოიწონეთ "ეკონიუსი"


                                                



ბოლო სიახლეები