ბუზა - წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია
✅ სინონიმები: საბუზე, ბუზის ყურძენი, ,,ჭანჭუდოღი“
🌍 წარმოშობა: ქართლი
🍷 მიიღება სუფრის წითელი მშრალი ღვინო.
🍇🍇 ზღვის დონიდან 650-1000 მეტრ სიმაღლეზე უკეთესი ხარისხის პროდუქციით ხასიათდება. ბუზა, როგორც შედარებით საადრეო სიმწიფის პერიოდის ვაზის ჯიში, მიზანშეწონილია გაშენდეს მევენახეობის მაღალ ზონაში. მცირე სახით იყო გავრცელებული ქართლის ვენახებში. ჯიში საშუალო ზრდით ხასიათდება.
☘️☘️ ზრდასრული ფოთოლი საშუალო ან საშუალოზე დიდი ზომისაა, წაგრძელებული, იშვიათად მომრგვალო, ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე სქლადაა შებუსული.
🍇🍇 მტევანი მცირე ან საშუალო ზომისაა, ცილინდრული, ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, ფრთიანი, საკმაოდ კუმსი, გვხვდება მეჩხერი მტევნებიც. მარცვალი მცირე ან საშუალო ზომისაა, მომრგვალო, მუქი ლურჯი. კანი თხელი და უხეში აქვს, რბილობი რბილი კონსისტენციისაა, გემო სასიამოვნო და ტკბილია.
🍇🍇 სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა დაახლოებით 155 დღეა. სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს შედის. მტევნის წონა 100-150 გრამია. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში შაქრიანობა აღწევს 20.5 - 23% -ს, მჟავიანობა 5.8 გ/ლ-ს.
წყარო:
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი / SRCA
თუ მომავალშიც გსურთ ჩვენი სიახლეების მიღება,
მოიწონეთ "ეკონიუსი"