მაყვლის ჯიშები

24 სექტემბერი, 2020 15:22 ვენახი, ბაღ-ბოსტანი, ფერმა





საქართველოში მსხვილნაყოფა მაყვლის ჯიშების შემოტანა გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დაიწყო. სამრეწველო გამოცდის მიზნით პერსპექტიულია მაყვლის შემდეგი ჯიშები:
🔸 სწორმდგომი ჯიშები: არაპაჰო, ნავაჰო, აპაჩი, კაიოვა (ეკლიანი)
🔸 ნახევრად სწორმდგომი ჯიშები: ჩესტერი, ბლეკ სატინი, ლოხ ნესი, ტორნ ფრი, ტრიპლ ქრაუნი
🔸 მხვიარა: მარიონი, ბლეკ დაიმონდი

☘️ მაყვლის აღნიშნული ჯიშების უმეტესობა თვითდამტვერავია. ქვემოთ მოცემულია ზოგიერთი მათგანის მოკლე აღწერა:

🔸 ბლეკ სატინი - ამერიკული ჯიშია, გამოყვანილია 1974 წელს. საქართველოში შემოტანილია 2005 წელს. მცენარე ძლიერი ზრდისაა, საშუალო-საგვიანო სიმწიფის, საშუალო ან მსხვილი, მკვრივი ნაყოფებით, ოდნავ მომჟავო გემოთი. გამძლეა ანთრაქნოზის მიმართ.

🔸 ჩესტერი - ამერიკული ჯიშია, გამოყვანილია 1985 წელს. საქართველოში შემოტანილია 2005 წელს. მცენარე საშუალო ან ძლიერი ზრდისაა, საშუალო-საგვიანო სიმწიფის ჯიშია, (გურჯაანის პირობებში მწიფდება ივნისის დასასრულისთვის), მსხვილი ნაყოფებით, სრულ სიმწიფემდე ცუდად იკრიფება, მაღალი საგემოვნო თვისებების, გამძლეა ზაფხულის სიცხეების მიმართ. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მაყვლის ჯიშია ჩრდილო ამერიკაში.

🔸 ტრიპლ ქრაუნი (სამმაგი გვირგვინი) ამერიკული ჯიშია. საქართველოში შემოტანილია 2005 წელს. მცენარე ძლიერი ზრდისაა, საშუალო-საგვიანო სიმწიფის, ხასიათდება მსხვილი ტკბილი ნაყოფებით, ადვილად იკრიფება, გამძლეა ზაფხულის სიცხეების მიმართ.


წყარო:

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი / SRCA

თუ მომავალშიც გსურთ ჩვენი სიახლეების მიღება,             

                                მოიწონეთ "ეკონიუსი"


                                                


ბოლო სიახლეები