კამური თეთრი - თეთრყურძნიანი საღვინე და სასუფრე ვაზის ჯიშია
✅ სინონიმები: კამურა, კამურის ყურძენი
🌍 წარმოშობა - გურია
🍇 ჯიში პერსპექტიულია სუფრის ყურძნის წარმოების თვალსაზრისით, რადგან სიმწიფის გვიანი პერიოდი ახასიათებს, გამოირჩევა კარგი შენახვისუნარიანობით და ტრანსპორტაბელობით.
☘️ ფოთოლი საშუალო და საშუალოზე დიდი ზომისაა. მომრგვალო ფორმის, სამნაკვთიანი. ზედაპირი ბადისებრადაა დანაოჭებული. არის გლუვზედაპირიანი ფოთლებიც. ქვედა მხარე საშუალოზე ძლიერი სიხშირითაა შებუსული.
🍇 მტევანი საშუალო და საშუალოზე დიდი ზომისაა. ცილინდრულ-კონუსური ფორმის, ახასიათებს განტოტვა. აგებულებით თხელია, ზოგჯერ საშუალო სიმკვრივის. მარცვალი მოგრძო-ოვალური, საშუალოზე მსხვილი, მომწვანო, მზის მხარეზე მოყვითალო ქარვისფერი, სქელკანიანი, რბილობი მკვრივი კონსისტენციის, სასიამოვნო ტკბილი გემური თვისებებით.
🍇 სრულ სიმწიფეში შედის ოქტომბრის მეორე ნახევრიდან. სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა 180-185 დღე. ვაზი ძლიერი ზრდისაა და უხვმოსავლიანი. ყურძნის წვენის შაქრიანობა: 21.8-22.4%; საერთო მჟავიანობა 6.9-7.8გ/ლ; pH-3.56
წყარო:
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი / SRCA
თუ მომავალშიც გსურთ ჩვენი სიახლეების მიღება,
მოიწონეთ "ეკონიუსი"