სიმონასეული - წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში

3 ოქტომბერი, 2020 19:38 ვენახი, ბაღ-ბოსტანი, ფერმა





🌍 წარმოშობა: კახეთი

🍷🍷 სიმონასეული გამოიყენება მაღალი ხარისხის სუფრის მშრალი ღვინის დასამზადებლად. ჯიში პერსპექტიულია მთისწინა მევენახეობის რაიონებისათვის.

☘️☘️ ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ფორმის, ხუთნაკვთიანი, იშვიათად სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე სუსტადაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია.

🍇🍇 მტევანი საშუალო ან საშუალოზე დიდი ზომის, კონუსური, ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, საშუალო ან კუმსი. მტევნები ფრთიანია, ხშირად ფრთები ორივე მხარეს უვითარდება. მარცვალი საშუალო ზომისაა, ძირითადად მომრგვალო ფორმის. მუქი მოლურჯო ფერის, ცვილისებური ფიფქით საკმაოდ დაფარული. რბილობი საკმაოდ მკვრივი და წვნიანი. გემო სასიამოვნო, სუსტად გამოხატული ჯიშური არომატით.

👩‍🌾👨‍🌾 ვაზი საშუალო ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა 155 -166 დღეა. მტევნის წონა - 204 – 220 გრამი. საჰექტარო მოსავლიაონობა - 6 – 7 ტონა. ყურძნის სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა - 25.0 – 26.0 %, მჟავიანობა - 7.0 – 7.5 გ/ლ, pH – 3.40.


წყარო:

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი / SRCA

თუ მომავალშიც გსურთ ჩვენი სიახლეების მიღება,             

                                მოიწონეთ "ეკონიუსი"


                                                



ღვინო ყურძენი

ბოლო სიახლეები