ახმეტური შავი - წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია.
✅ სინონიმები: ახმეტურა, ახმეტის წითელი
🌍 წარმოშობა: კახეთი
🍷🍷 მიიღება ხარისხიანი სუფრის წითელი ღვინო. გამოიყენება აგრეთვე საკუპაჟე მასალად.
🍇🍇 ახმეტური შავი საშუალოზე ძლიერი ზრდა-განვითარების და საშუალო მოსავლიანი ვაზის ჯიშია; ახალშენი ნარგაობის სახით , მცირე ფართობზე გაშენებულია ახმეტის მუნიციპალიტეტში.
☘️☘️ ზრდასრული ფოთოლი საშუალო ან დიდი ზომისაა, ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე შებუსულია თხელ აბლაბუდისებურად.
🍇🍇 მტევანი საშუალო ზომისაა, კონუსური ფორმის, ზოგჯერ ცილინდრულ-კონუსური, საშუალო სიმკვრივის. გვხვდება აგრეთვე თხელი მტევნებიც. მარცვალი საშუალო ზომისა და ოდნავ ოვალური ფორმის, მოლურჯო-შავი ფერის. კანი მკვრივი აქვს, რბილობი რბილი და წვნიანი.
სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა 165 დღეა. მტევნის წონა 165-200 გრამია. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18-19% - ს, მჟავიანობა 7-8 გ/ლ - ს.
წყარო:
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი / SRCA
თუ მომავალშიც გსურთ ჩვენი სიახლეების მიღება,
მოიწონეთ "ეკონიუსი"