ნოშრიო - წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია
🌏 წარმოშობა - რაჭა
▶️ სინონიმი - ნოშვრიო
🍷🍷 წარსულში ნოშრიო წმინდა ნარგავებად ყოფილა გავრცელებული ამბროლაურის რაიონში, სხვა ჯიშებთანაა შერეული სოფ. ბუგეულში, საკეციასა და აბანოეთში. ნოშრიო გამოიყენება სუფრის წითელი მშრალი ღვინის დასამზადებლად.
🍀🍀 ზრდასრული ფოთოლი მცირე ზომისაა, მომრგვალო ფორმის, სამნაკვთიანი, მცირედ დანაკვთული, თითქმის მთლიანი. ფოთლის ქვედა მხარე ძალიან სუსტადაა აბლაბუდისებრად და ჯაგრისებრად შებუსული. ყვავილი ორსქესიანია.
🍇🍇 მტევანი მცირე ზომისაა, კონუსური, ზოგჯერ ცილინდრულ-კონუსური ფორმის, გვხვდება ცილინდრულიც. კუმსია, ზოგჯერ საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, მუქი წითელი ან შავი, თხელკანიანი, ცვილისებრი ფიფქით უხვად დაფარული. რბილობი წვნიანი.
👩🌾👨🌾 ნოშრიოს სავეგეტაციო პერიოდი 151 დღეა. სრულ სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს შედის. ვაზი საშუალო ზრდისაა. მტევნის საშუალო წონა 142 გრამია. ყურძნის სრულ სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 22.8-23.6%-ს, ხოლო მჟავიანობა - 6.1-7.9 გ/ლ-ს.
წყარო:
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი / SRCA
თუ მომავალშიც გსურთ ჩვენი სიახლეების მიღება,
მოიწონეთ "ეკონიუსი"