🍑 ნაყოფის კრეფის დრო დამოკიდებულია როგორც ჯიშზე, ისე მათი გამოყენების პირობებზე, მაგ: ჰაჩია იკრიფება მაშინ, როდესაც ნაყოფის ზედაპირის ორი მესამედი შეწითლდება. ჰიაკუმეს ნაყოფის კრეფა დასაშვებია მათი სრული გაყვითლების შემდეგ. ფუიუს გასაგზავნად ან შესანახად გამიზნული ნაყოფები იკრიფება უფრო ადრე, სრულ სიმწიფეში შესვლამდე. ნაყოფის ტრანსპორტირების დროს უნდა ვერიდოთ მაღალ ტემპერატურას.
🍑 ხურმის ნაყოფის შესანახად ოპტიმალურ ტემპერატურად ითვლება 0-2°C და 85 - 95 % ფარდობითი ტენიანობა. ამ პირობებში ნაყოფი ინახება თებერვლამდე. ხურმა ეთილენის მიმართ მგრძნობიარე ხილია, ამიტომ მისი შენახვისას აუცილებლად გასათვალისწინებელია საწყობის ეთილენისგან გაწმენდა. საწყობში მოწყობილი უნდა იყოს ჰაერის ვენტილაციის სისტემა.
🍑 არამწკლარტე ჯიშები - ჰიაკუმე (კარალიოკი) და ფუიუ ძალიან მგრძნობიარეა ოპტიმალურზე მაღალ ტემპერატურაზე შენახვის მიმართ, ამ დროს მათი შენახვისუნარიანობა მკვეთრად ეცემა. მწკლარტე ჯიშები - ჰაჩია და სხვა, ნაკლებად მგრძნობიარეა ასეთი პირობებისადმი.
🍑 ხურმის ჩირის დამზადება შესაძლებელია, როგორც ბუნებრივ პირობებში, ასევე საშრობი კამერების გამოყენებით. შრობის დროს ტემპერატურა უნდა იყოს 50-60°C , და თანდათანობით გადიდდეს 70-75°C-მდე. 1 კილოგრამი ჩირის მისაღებად საჭიროა საშუალოდ 4-6 კილოგრამი ხურმის ნაყოფი. ხურმის ჩირის საბაზრო მოთხოვნილება და სარეალიზაციო ფასი საკმაოდ მაღალია, რაც თავისთავად აჩენს ინტერესს ფერმერულ მეურნეობებში ამ კულტურის ფართოდ გავრცელების შესაძლებლობებზე.
წყარო:
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი / SRCA
თუ მომავალშიც გსურთ ჩვენი სიახლეების მიღება,
მოიწონეთ "ეკონიუსი"