🌿 თესვის დრო: მუხუდოს ამჟამად დარეგისტრირებული ახალი ჯიშები „ელექსირი“, „არაგვი“ და „შირაქი“ შესანიშნავად იტანს ზამთრის ყინვებს. თესვის საუკეთესო ვადაა ნოემბრის შუა რიცხვებიდან მარტის პირველ დეკადამდე. დაგვიანებული თესვისას იკლებს მოსავლიანობა.
🌿 თესვის წესი: თესვის წინ თესლი უნდა დამუშავდეს პესტიციდით. მუხუდო უნდა დაითესოს 45 სმ მწკრივთაშორის და მცენარეთა შორის 5-6 სმ. ასეთი თესვის წესით ჰექტარზე იქნება ხუთასი ათასი მცენარე.
🌿 მცენარეთა სიხშირე იწვევს დაავადების გაჩენის საშიშროებას და უარყოფითად მოქმედებს როგორც მოსავლიანობაზე, ასევე მის ხარისხზე.
🌿 თესვის ნორმა: თესვის ნორმა მერყეობს ჯიშების მიხედვით 80-120 კგ-მდე.
🌿 თესლის ჩათესვის სიღრმე: ჩათესვის სიღრმე დამოკიდებულია ნიადაგის ფიზიკურ მდგომარეობაზე. მძიმე ნიადაგებში ჩათესვის სიღრმე ნაკლებია ვიდრე ქვიშნარ ნიადაგებში. ჩვეულებრივ ჩათესვის სიღრმედ მიჩნეულია 5-7 სმ.
🌿 მუხუდოს მავნებელ დაავადებები: მუხუდოს თესლი ზიანდება მემარცვლიათი, მაგრამ ჩვენთნ მემარცვლიათი დაზიანების შემთხვევა არ შენიშნულა. მცირედ ზიანდება ჩრჩილის მატლით. მუხუდოს ახალ აღმონაცენს ანადგურებს მინდვის თაგვი, ამიტომ საჭიროა მისი კერების განადგურება.
🌿 დაავადებებიდან აღსანიშნავია ასკოხიტოზი და ფუზარიოზი, განსაკუთრებით მძიმე შედეგები მოაქვს ასკოხიტოზით დაავადებას, მას შეუძლია მთლიანი ნათესის განადგურება. ამ დაავადების გავრცელებისთვის ხელსაყრელი პირობაა ჭარბტენიანობა და ნათესის დასარევლიანება.
წყარო:
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი / SRCA
თუ მომავალშიც გსურთ ჩვენი სიახლეების მიღება,
მოიწონეთ "ეკონიუსი"