მავნებლები და დაავადებები დიდ ზიანს აყენებენ ქლიავის ნარგაობას, ამცირებენ მის საექსპლოატაციო პერიოდს, აუარესებენ ნაყოფის რაოდენობრივ და ხარისხობრივ მაჩვენებლებს.
🍑 ქლიავის კულტურის ძირითადი მავნებლებია: აღმოსავლური ნაყოფჭამია, ოქროკუდა, ფოთოლხვევიები, ბუგრები, ტკიპები, ცხვირგრძელები და სხვა.
🍑 განსაკუთრებით აზიანებს ამ კულტურას შემდეგი დაავადებები: მონილიოზი, ნაცარი, კლასტეროსპოროზი, ნაცრისფერი სიდამპლე, პოლისტიგმოზი და სხვა.
🍑ამიტომ, აუცილებელია მცენარეთა დაცვის ინტეგრირებული ღონისძიებების განხორციელება აგროვადების მკაცრი დაცვით.
🍑 ხეხილის ბაღებში სარეველების კონტროლისთვის გამოიყენება, როგორც მექანიკური გაფხვიერება-გამარგვლის მეთოდი, ასევე ქიმიურიც - ჰერბიციდები. ჰერბიციდები ბაღში შეაქვთ მწკრივებში 80 - 100 სმ-ის ზოლებად. ბაღში იყენებენ კონტაქტურ და სისტემურ აღმოცენებამდე და აღმოცენების შემდეგ პრეპარატებს - გლიფოსატი (კლინი, ურაგანი, ნოკდაუნი და სხვა) - 4-6 ლიტრი/ჰა, გლიფოსინატი, დიქვატი - (ბასტა, რეგლონი) - 3 - 4 ლიტრი/ ჰა და სხვა დაშვებული ჰერბიციდები.
⚠️ გასათვალისწინებელია, რომ ჰერბიციდის მცენარის მწვანე ნაწილებზე მოხვედრა დაუშვებელია.
🍑 რიგთაშორისებში სარეველების კონტროლისთვის მიმართავენ სიდერატების თესვას, დაკორდებას, რომლის რეგულირებასაც ახდენენ ვეგეტაციის პერიოდში ხშირი 4 -6 თიბვით. ასევე გავრცელებულია შავი ანეულის მეთოდიც - სეზონის განმავლობაში რიგთაშორისების მრავალჯერადი კულტივაცია.
წყარო:
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი / SRCA
თუ მომავალშიც გსურთ ჩვენი სიახლეების მიღება,
მოიწონეთ "ეკონიუსი"