როგორ მოვუაროთ ლიმონის ბაღს

4 ნოემბერი, 2020 21:31 ვენახი, ბაღ-ბოსტანი, ფერმა





🍋 გაშენების პირველ ორ წელს ლიმონის ნარგაობის ორმეტრიანი ზოლი (თითო მეტრი მცენარის ორივე მხარეზე) სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში მუშავდება 3-4- ჯერ, იმულჩება მცენარეული მასით.

🍋 რიგთაშორის დარჩენილი 2-3 მეტრიან ზოლებში ითესება ზაფხულის და ზამთრის სიდერატები, ან სოია - შემდგომში მათი ნიადაგში ჩაკეთების მიზნით.

🍋 ზრდასრულ პლანტაციაში, სადაც ვარჯი შეკრულია, არ არის ძლიერ დასარევლიანებული, რეკომენდირებულია 4-5 წელიწადში ნიადაგის მსუბუქი დამუშავება ერთხელ ბარფიწლის გამოყენებით. სასურველია ამავე პერიოდს დაემთხვეს ნაკელის ან ტორფ-კომპოსტის შეტანა ერთ ხეზე 30-40 კგ-ს რაოდენობით. შეტანის ვადა შემოდგომა-ზამთარი.

🍋 მინერალური სასუქებიდან ლიმონის ახალგაზრდა ბაღებში (3-9 წელი) უნდა შევიტანოთ ერთ ხეზე 0,3კგ. რთული კომპლექსური სასუქი NPK ან სუპერაგრო, ხოლო ზრდასრულ პლანტაციებში 0,5კგ.

🍋 თუ პლანტაციაში ნიადაგის მჟავიანობა იზრდება, ჩატარებული ნიადაგის ანალიზების საფუძველზე, საჭიროა პერიოდულად მოკირიანება გაცვლითი მჟავიანობის მიხედვით. მიკროელემენტებიდან გამოიყენება თუთია, მაგნიუმი, ბორი.

🍋 სასურველია ორგანო-მინერალური სასუქების გამოყენება ლიმონის პლანტაციებში, რომელიც ნიადაგს ანოყიერებს, ამდიდრებს მიკროორგანიზმებით, ორგანიკით და სხვა საკვები ელემენტებით. შესატანი დოზა ახალგაზრდა პლანტაციებში 500კგ, ზრდასრულ პლანტაციებში -1000კგ/ჰა-ზე.

🍋 მანდარინისაგან განსხავებით ლიმონი ნაყოფს იძლევა იმ სანაყოფე ნაზარდებზე, რომლებიც წარმოიქმნებიან მიმდინარე წლის ყლორტებზე. განსაკუთრებით საჭიროა ლიმონის ზრდის რეგულირება მთელ სავეგეტაციო პერიოდში ძირითადი ყლორტების წვეროების წაკვეცით (პინცირებით), ასევე მოზვერა ტოტების მოცილებით, ვარჯის ჩახშირების თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია ადრე გაზაფხულზე მეორე-მესამე რიგის ტოტების წვრილი ამონაყარებისაგან განთავისუფლება.

🍋 სრული მასალა იხილეთ - http://srca.gov.ge/files/limoni_12_gv.pdf

წყარო:

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი / SRCA

თუ მომავალშიც გსურთ ჩვენი სიახლეების მიღება,             

                                მოიწონეთ "ეკონიუსი"


                                                


ბოლო სიახლეები