🐖 პროდუქტიულობის მიხედვით ღორის ჯიშებიდან ძირითადად სახორცე უნივერსალური მიმართულების ჯიშებს იყენებენ. მათთვის დამახასიათებელია მაღალი აღწარმოების, გასუქების უნარი და ხორცის მაღალი ხარისხი.
🐖 სახორცე-საბეკონე მიმართულების ჯიშებსთვის დამახასიათებელია, როგორც მაღალი აღწარმოების და გასუქების უნარი, ასევე უმაღლესი ხარისხის ხორცი.
🐖 მჭლე ხორცის წარმოებისათვის უნდა ავირჩიოთ მეხორცული და საბეკონე ჯიშები ან მათი ნაჯვარები.
🐖 თუ ჩვენი მიზანია გოჭების დიდი რაოდენობით მიღება, მაშინ უნდა ავირჩიოთ უნივერსალური მიმართულების ჯიშები.
🐖 დიდი მნიშვნელობა ენიჭება დედისეული და მამისეული ჯიშების სწორად შერჩევას. თანამედროვე ღორის ჯიშებიდან დედისეულ ჯიშებად რეკომენდირებულია - ლანდრასის (დანიური, გერმანული ან შვედური), მსხვილი თეთრი და იორქშირის ჯიშები, ხოლო მამისეულ ჯიშებად - დიუროკის (ამერიკული, კანადური ან ევროპული), ჰემპშირის და პეტრენის ჯიშები.
🐖 მომთაბარე მეღორეობის ზონაში (აღმოსავლეთ საქართველოს მთავარი კავკასიონის სამხრეთ კალთებზე არსებული ნაყოფისმომცემი ტყეები) აუცილებელია გადაშენების პირზე მისული კახური ღორის და მათი ნაჯვარების გამოყენება დაბალი თვითღირებულებისა და მაღალი საგემოვნო თვისებების მქონე მჭლე ხორცის მისაღებად.
წყარო:
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი / SRCA
თუ მომავალშიც გსურთ ჩვენი სიახლეების მიღება,
მოიწონეთ "ეკონიუსი"