თესვის წინ აუცილებელია ნიადაგის თესვის წინა დამუშავება: კულტივაცია, ფარცხვა, ფრეზირება, მოსწორება.
ხახვი შეიძლება დაითესოს შემოდგომით და გაზაფხულზე, თესვის ვადის შერჩევა დამოკიდებულია ხახვის მოყვანაზე, ადგილსა და კლიმატურ პირობებზე.
ხახვი ითესება ხელით მცირე ფართობებზე, დიდ ფართობებზე - ხახვის პვნევმატური სათესით.
ხახვის ნათესი უნდა იყოს სარეველებისაგან სუფთა, ამისთვის ნათესში ტარდება მარგვლა, გამოხშირვა 2-3ჯერ, თოხნა მწკრივებს შორის 4-5ჯერ და მცენარეთა შორის 2-3ჯერ, მწკრივთა შორის კულტივაცია 2–3ჯერ.
აუცილებელია ნათესის შეწამვლა მავნებლებისა და დაავადებების საწინააღმდეგოდ პესტიციდებით. ნათესის გამოკვება აზოტიანი სასუქით და 5-6ჯერ მორწყვა.
წყარო:
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი / SRCA