ნივრის აგროტექნოლოგია

26 ნოემბერი, 2020 15:24 ვენახი, ბაღ-ბოსტანი, ფერმა





🧄 ნიორი ირგვება როგორც შემოდგომით, ასევე ადრე გაზაფხულზე. მცირე ფართობებზე დარგვა შეიძლება ხელით, დიდ ფართობებზე კი სპეციალური სარგავი მანქანით.

🧄 შემოდგომით - ოქტომბრის მეორე დეკადა, ნოემბრის პირველი დეკადა;

🧄 გაზაფხულზე - თებერვალი, მარტის დასაწყისი; უკეთესია შემოდგომით დარგვა.

🧄 1 ჰა-ზე საჭიროა:
➡️ მსხვილ კბილა - 1200-1500 კგ.
➡️ წვრილ კბილა - 800-1200კგ.

🧄 კვების არე:
➡️ მწკრივში მცენარეებს შორის (წვრილ კბილა) 5-6 სმ.
➡️ მწკრივში მცენარეებს შორის (მსხვილ კბილა) 8-10 სმ.
➡️ მწკრივთაშორის მანძილი 20-25 სმ.
➡️ შემოდგომით დარგვის სიღრმე 4-5 სმ.
➡️ გაზაფხულზე დარგვის სიღრმე 2-3 სმ.
➡️ 1 მეტრი სიგანის ბაზოზე 4-5 მწკრივი.

🧄 ნივრის ნაკვეთი უნდა იყოს სარეველებისგან სუფთა, ამისთვის ნათესში ტარდება გამარგვლა, ნიადაგის გაფხვიერება, თოხნა 2-3-ჯერ ვეგეტაციის პერიოდში და 1 2–ჯერ მორწყვა.

🧄 ხახვის ბუზის, ნივრის ოთხფეხა ტკიპას წინააღმდეგ ინსექტიციდის შესხურება სასურველია 2-3-ჯერ. დაავადებების წინაამღდეგ ფუნგიციდის შესხურება კი დაწყებული მარტის თვიდან, საჭიროების მიხედვით.

წყარო:

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი / SRCA

თუ მომავალშიც გსურთ ჩვენი სიახლეების მიღება,             

                                მოიწონეთ "ეკონიუსი"


                                                



ბოლო სიახლეები