🍈 ქლიავის ბაღის მორწყვა შეიძლება სხვადასხვა ხერხებით ჩატარდეს: ზედაპირული (მოღვარვით, ჯამში დატბორვით, გაჟონვით, კვალში მიშვებით), წვეთოვანი ან მიწისქვეშა მორწყვის საშუალებით. ზედაპირული მორწყვის პირობითი ვადებია:
🍈 ადრეულ გაზაფხულზე, ყვავილობის დაწყებამდე მორწყვა ხელს უწყობს ხეების ნორმალურ ყვავილობას და გამონასკვას. მორწყვა ყვავილობისა და გამონასკვის დასრულებიდან 10–15 დღის შემდეგ, ამ პერიოდში რწყვა ხელს უწყობს ხის საასიმილაციო აპარატის ფორმირებას.
🍈 მორწყვა ნასკვების ფიზიოლოგიური ცვენის შემდეგ. მორწყვა ნაყოფის ინტენსიური ზრდის პერიოდში – მიმართავენ ერთ ან ორ რწყვას, ზაფხულის მეორე ნახევრის ნალექით უზრუნველყოფის რეჟიმის შესაბამისად (მშრალ ზაფხულში ორჯერ, ტენიან ზაფხულში – ერთხელ). მორწყვა მოსავლის აღებამდე 2 კვირით ადრე და მოსავლის აღების შემდეგ. ასევე რეკომენდებულია მორწყვის ჩატარება გვიან შემოდგომა-ზამთარში, ფოთლების მასიური ცვენის შემდეგ.
🍈 წვეთოვანი მორწყვისას მიღებულია 2,6. 4,0 ან 8,0 ლიტრი/საათში კომპენსირებადი საწვეთურების გამოყენება, რომლებიც ლატერალურ მილშია ინტეგრირებული 0.7 ან 1.0 მეტრის ინტერვალით. მილები შესაძლებელია მოთავსდეს, როგორც ნიადაგის ზედაპირზე, ასევე საყრდენ სისტემაზე ან შტამბზე დაკიდების გზით.
წყარო:
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი / SRCA
თუ მომავალშიც გსურთ ჩვენი სიახლეების მიღება,
მოიწონეთ "ეკონიუსი"