საქართველოში გავრცელებული უნაბის ჯიშები

1 დეკემბერი, 2020 16:07 ვენახი, ბაღ-ბოსტანი, ფერმა





🌿 საკონსერვო საადრეო გამოყვანილია ი. რიაბოვის მიერ ყირიმში (ნიკიტის ბოტანიკური ბაღი) მამი როსისა და რედ ბერდ კლინგის ჰიბრიდიზაციით. ხე ძლიერი ზრდისაა, მსხმოიარობას იწყებს მე -3-4 წელს, მსხმოიარობს უხვად და რეგულარულად. იკრიფება ივლისის I დეკადაში (შიდა ქართლის პირობებში), კარგად იტანს ტრანსპორტირებას, მოკრეფის შემდეგ ინახება 5-6 დღე. მგრძნობიარეა კლასტეროსპორიოზისა და ფოთლის სიხუჭუჭისადმი. ახასიათებს ნაყოფის ცვენა. გამოიყენება როგორც სასუფრედ, ისე საკონსერვოდ. ნაყოფი საშუალო ან საშუალოზე მსხვილია. საშუალო მასა 120-140 გრამი. ნაყოფი მრგვალია, კანი - ყვითელი, 25-50%-ზე აქვს მიმზიდველი წითელი გვერდი, შებუსვა - ნაზი, ხავერდისებრი, რბილობი - თეთრი, წვნიანი, მომჟავო-მოტკბო მცირე არომატით, კურკა რბილობს არ სცილდება. როგორც ადრეული სიმწიფის ჯიში გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოში.

🌿 ამსდენი ამერიკული ჯიშია, შემთხვევითი თესლნერგია. ნაპოვნია XIX საუკუნის 60-იან წლებში. ხე საშუალო ზრდისაა, მსხმოიარობაში შედის დარგვიდან მე-3 წელს. იკრიფება ივნისის შუა რიცხვებიდან. ნაკლებად იტანს ტრანსპორტირებას. ნაყოფი წვრილი ან საშუალო ზომისაა, საშუალო მასა 100-120 გრ, მრგვალია, მუცლის მხარეზე გამოკვეთილი ღარით. კანი - მოთეთრო-მომწვანო, მზის მხარე დაფარულია მუქი და ღია წითელი გვერდით, შებუსვა უხვი, რბილობი - მომწვანო-მოთეთრო ფერის, რბილი და წვნიანი, მომჟავო-მოტკბო, კურკა საშუალო ზომისაა, ოვალური ფორმის.

წყარო:

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი / SRCA

თუ მომავალშიც გსურთ ჩვენი სიახლეების მიღება,             

                                მოიწონეთ "ეკონიუსი"


                                                


ბოლო სიახლეები