
შაქრის ჭარხალს ურწყავ ნაკვეთზე თესენ ადრე გაზაფხულზე (მარტის მეორე ნახევარი - აპრილის დასაწყისი), რადგან გაღივებისათვის საკმარისია 4-5°C, ხოლო აღმოცენებისათვის 6-7 გრადუსი ტემპერატურა. სარწყავ ნაკვეთზე თესვას ატარებენ შედარებით მოგვიანებით (მარტის ბოლოდან 10 აპრილამდე), რადგან მორწყვით დატენიანებულ ნიადაგში შედარებით მაღალი ტემპერატურის გავლენით ჩქარდება აღმოცენება.