საქართველოს ჩინეთის ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლები ეწვივნენ

10 ივლისი, 2019 20:31 ტურიზმი


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის სახელმწიფო ტურისტული ორგანიზაციებისა და კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა.
ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ჩინეთის ტურიზმისა და საკრუიზო ასოციაციის თავმჯდომარე, სხვადასხვა პროვინციებისა და ქალაქების მათ შორის პეკინის ტურისტული ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
შეხვედრაზე ჩინეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდის და თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს. 
ჩინეთის ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლები საქართველოს სხვადასხვა ტურისტულ მხარეებს ეწვივნენ და ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ.

ბოლო სიახლეები