ბათუმში აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი საინვესტიციო ფორუმი გაიხსნა

11 ივლისი, 2019 12:23 ეკონომიკა & ბიზნესი

 ბათუმში აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი საინვესტიციო ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა. ღონისძიება, რომელშიც 400-ზე მეტი დელეგატი დარეგისტრირდა, სასტუმრო „ჰილტონში“ მიმდინარეობს. ფორუმში საქართველოს, უკრაინის, სომხეთის, ბელარუსის, აზერბაიჯანის, მოლდოვას უმაღლესი თანამდებობის პირები, საინვესტიციო სააგენტოები, მსხვილი ბიზნეს გაერთიანებები, საერთაშორისო კომპანიები, ევროპის საინვესტიციო ბანკის, ასევე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მაღალი რანგის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

ბოლო სიახლეები