პოპულარული სამოგზაურო ჟურნალი Conde Nast Traveler მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს

11 ივლისი, 2019 12:33 ტურიზმი

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სამოგზაურო ჟურნალი Conde Nast Traveler მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მიმდინარე კამპანიის ფარგლებში Conde Nast Traveler-ის ჟურნალისტმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმოგზაურა და საქართველოს ტურისტულ მიმართულებას გაეცნო.

სტატიაში აღწერილია საქართველოს მთიანი რეგიონები, შავი ზღვისპირა კურორტები და ძველი თბილისის უბნები. სტატიის ავტორი თბილისის ღამის ცხოვრებას ბერლინს ადარებს.

ბოლო სიახლეები