"ერისიონის" სასცენო კოსტიუმებს „სამსუნგ ელექტრონიქსის" კავკასიის კომპანია განაახლებს

11 ივლისი, 2019 17:50 კულტურა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, „სამსუნგ ელექტრონიქსის კავკასიის კომპანიის“ დირექტორმა, ჯეისონ ლიმ და ანსამბლ „ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა, შერმანდი ჭკუასელმა 3 წლიან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის ფარგლებში კომპანია ფინანსურ მხარდაჭერას უცხადებს ანსამბლს და სრულად განაახლებს „ერისიონის“ სასცენო კოსტიუმებს, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხის ტრადიციებსა და მრავალწლიან ისტორიას გადმოგვცემს. ამასთან, განახლდება „ერისიონის“ სარეპეტიციო ფორმებიც.

ბოლო სიახლეები