საქართველოს ეროვნული მუზეუმი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

11 ივლისი, 2019 18:27 კულტურა

საქართველოს ეროვნული მუზეუმი საგანგებო განცხადებას ავრცელებს. "ეკონიუსი" მის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოს ეროვნული მუზეუმის შესახებ სოციალურ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია უსაფუძვლოა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებსა და ფონდებში დაცულ საგანძურს არანაირი საფრთხე არ ემუქრება და არ შეიძლება დაემუქროს, რადგან მუდმივად მიმდინარეობს ზრუნვა კოლექციების უსაფრთხოების ნორმების კიდევ უფრო გაუმჯობესებასა და კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლების მოვლა-პატრონობაზე.
ეს პროცესი არის გამჭვირვალე და მასში ჩართულია არაერთი დაინტერესებული მხარე.

ამჟამად ხელოვნების მუზეუმში მიმდინარეობს რეგულარული სამუზეუმო საქმიანობა - კოლექციების აღრიცხვა-შეჯერების, მონიტორინგისა და გეგმიური რესტავრაცია-განახლების პროცესები. სარესტავრაციოდ შერჩეული ნივთის განთავსება ხდება ხელოვნების მუზეუმის სარესტავრაციო ლაბორატორიაში მისი საჭიროებისამებრ რესტავრაციის, ფიქსაციის ან გაწმენდის მიზნით.

მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნების მუზეუმში, ამჯერად დროებითი გამოფენების დარბაზი დახურულია, იმისათვის რომ დამთვალიერებლისათვის აღნიშნული კოლექცია იყოს ხელმისაწვდომი, ჩვენი თანამშრომლები პარალელურად აგრძელებენ საგამოფენო საქმიანობას. ხელოვნების მუზეუმის კოლექციები პერიოდულად იფინება ეროვნილი მუზეუმის ინსტიტუციაში მყოფ სიღნაღის მუზეუმსა და ეროვნულ გალერეაში. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მზადება გამოფენისთვის „ვალერიან სიდამონ-ერისთავი 130,“ რომელიც სიღნაღის მუზეუმში 17 ივლისიდან უმასპინძლებს დამთვალიერებელს."

ბოლო სიახლეები