წყარო: РИА Новости
ისრაელის კომპანია Check Point Research-ის
ანალიტიკოსებმა აღმოაჩინეს ვირუსი, რომელსაც პოპულარული აპლიკაციების სახით
შენიღბვის უნარი აქვს.
კომპანია თავის ვებგვერდზე ასახელებს პროგრამას
„აგენტი სმიტი“. ის Android-ის სისტემის
სუსტი მხარეებით სარგებლობს და ავირუსებს
სმარტფონს. მავნე პროგრამა იმ დროს აღწევს მოწყობილობაში, როდესაც ტელეფონის
მფლობელი ფოტორედაქტორს ან თამაშს იწერს, შემდეგ კი უკვე დაინსტალირებული
აპლიკაციების, მაგალითად, WhatsApp-ის ან
ინტერნეტის ბრაუზერის ღილაკებად ინიღბება. ამის შემდეგ იწყება აბეზარი რეკლამა.
კომპანიის მონაცემებით, ამ ვირუსმა უკვე
მსოფლიოს 25 მილიონამდე მომხმარებელი დააზარალა. ყველაზე მეტად - ინდოეთში:
ანალიტიკოსებმა იქ 15 მილიონამდე შემთხვევა დააფიქსირეს.
აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად ვირუსი
რესურს 9apps-იდან
ვრცელდებოდა, რომელიც ჩინურ კომპანია Alibaba-ს
ეკუთვნის, თუმცა, ექსპერტებმა მსგავსი მავნე პროგრამა Google Store-შიც
აღმოაჩინეს. მათი განცხადებით, პროგრამა მაღაზიიდან უკვე წაშალეს.