რუსეთში სტალინს ძეგლებს უდგამენ

11 ივლისი, 2019 21:33 უცხოეთის ამბები

წყარო: РИА Новости


რუსეთის ფედერაციის ადამიანის უფლებათა საპრეზიდენტო საბჭოსთან არსებულმა ისტორიული მეხსიერების კომისიამ იოსებ სტალინისთვის ძეგლების დადგმის შესახებ განცხადება მიიღო.

საბჭოს ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ ამის მიზეზი გახდა რუსეთის სხვადასხვა დასახლებულ პუნქტში საბჭოთა ბელადისთვის მონუმენტების შექმნის შესახებ შეტყობინებები. „საბჭოს წევრები დარწმუნებულები არიან, რომ ისინი, ვინც ამას აკეთებენ, ნებით თუ უნებლიეთ, პოლიტიკურ რეპრესიებს ამართლებენ“, - ნათქვამია პუბლიკაციაში. განცხადების ავტორები ხაზგასმით აღნიშნავენ: „ეს ჩვენი თანამემამულეებიც იმ რეჟიმის მსხვერპლი არიან: მათ ჩვენი მრავალტანჯული ქვეყნის მიმართ თანაგრძნობის შეგრძნება მოუსპეს“.

სტალინის რეპრესიებს 1930-იან წლებში მილიონობით ადამიანი შეეწირა.

ბოლო სიახლეები