შვეიცარიაში სასამართლომ მამალს ღამღამობით ყივილი აუკრძალა

12 ივლისი, 2019 12:42 უცხოეთის ამბები

წყარო:  РИА Новости


ციურიხის კანტონის მაცხოვრებელმა სასამართლოში უჩივლეს მეზობელს, რომელმაც სახლთან ახლოს, ავტოფარეხის გვერდით საქათმე მოაწყო. ინფორმაციას ახალი ამბების სააგენტო „რია ნოვოსტი“ გაზეთ Neune Zurcher Zeitung-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

მომჩივანის უკმაყოფილება გამოიწვია მამალმა, რომელიც, მისი აზრით, მეტისმეტად ხმამაღლა და ხშირად ყიოდა. თავისი სიტყვების დასადასტურებლად მამაკაცმა ისიც გამოთვალა, რომ ფრინველი საათში 14-44-ჯერ ყიოდა, მის მიერ გამოცემული ბგერების სიხშირე კი 15 მეტრის რადიუსში 84 დეციბელს აღწევდა.

სასამართლოს ეჭვი შეეპარა ამ მონაცემების სიზუსტეში, ვინაიდან ისინი სმარტფონის დახმარებით იყო გაზომილი, თუმცა, ეს მეთოდი მაინც „პირობითად მისაღებად“ მიიჩნია და მომჩივანის მოთხოვნები ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

მამლის პატრონს მოსთხოვეს ფრინველის „სიჩუმის უზრუნველყოფა“ საღამოს 10 საათიდან დილის 8 საათამდე სამუშაო დღეებსა და შაბათს, კვირა დღეს კი - საღამოს 10 საათიდან დილის 9 საათამდე. გარდა ამისა, მამალს საქათმის დატოვება აეკრძალა.

ანალოგიური საქმე ამჟამად საფრანგეთში, შარანტას დეპარტამენტშიც განიხილება. იქ მამალს იმის გამო ასამართლებენ, რომ იქაურობას ყივილით მეტისმეტად ადრიანად აღვიძებს.

შვეიცარია

ბოლო სიახლეები