ავსტრალიაში ქართული ანიმაციური ფილმების პროგრამას აჩვენებენ

12 ივლისი, 2019 13:57 კულტურა

საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, 13-21 ივლისს ავსტრალიის ქალაქ მელბურნში გაიმართება ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი, სადაც ქართული ანიმაცია  შემდეგი პროგრამით იქნება წარმოდგენილი:

  • “გოდერძი” – რეჟისორი პეტრე თომაძე
  • “მეთევზე და გოგონა” – რეჟისორი მამუკა ტყეშელაშვილი
  • “ჩაი” – რეჟისორი პეტრე თომაძე
  • “ბებო” – რეჟისორი სანდრო ქათამაშვილი
  • “ჯიბის კაცი” – რეჟისორი ანა ჩუბინიძე
  • “ჰორიზონტი” – რეჟისორი დათო კიკნაველიძე
  • “ლილე” – რეჟისორი ნათია ნიკოლაშვილი

მელბურნის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი მაყურებელს წარუდგენს 400-ზე მეტ ანიმაციას, როგორც კლასიკურ, ასევე თანამედროვე ფილმებს. ქართული პროგრამა ნაჩვენები იქნება სექციაში Window On Georgian Animation.

კინო ავსტრალია

ბოლო სიახლეები