თბილისის ზოოპარკში ბერბერულ მაკაკებს ნაშიერი შეეძინათ

12 ივლისი, 2019 15:58 ეკოლოგია


თბილისის ზოოპარკი ბერბერული მაკაკების ნაშიერის ფოტოს აქვეყნებს.

როგორც ზოოპარკის ადმინისტრაცია თავის "ფეისბუკის" გვერდზე რამდენიმე დღის წინ წერდა, ბოლო ხანებში მათთან რამდენიმე ახალშობილი დაიბადა: "ამ ბოლო დროს ზოოპარკში იმდენი პატარა გაგვიჩნდა, რომელ ვოლიერშიც არ უნდა შეიხედო, ლამის ყველგან მეძუძურ, ან ბავშვატატებულ დედას მოჰკრავ თვალს. ცოტა ხანი ფოტოებს არ ვდებდით. არა, იმიტომ კი არა, აქაოდა, თვალი არ ეცეთო. უბრალოდ, კრიტიკული პირველი დღეების ჩავლას ველოდებოდით. დღეიდან ახალშობილების კვირეულს გახსნილად ვაცხადებთ და სათითაოდ გაგაცნობთ თითოეულ პატარას."

დღეს კი ზოოპარკი ბერბერული მაკაკების ნაშიერს აცნობს საზოგადოებას:

"აბააააააააა, მზად ხართ მორიგი ჭყინტის გასაცნობად?

ჭყინტიო?! ჭყინტი კი არა, ბერბერული მაკაკების ღვაწლმოსილი ოჯახის ღირსეული შთამომავალია.

ხითხითა და მსუქანა არაა, ცოტა ჭინკასაც ჰგავს, მაგრამ საყვარელია ძალიან.

მამის გამომეტყველებაც არ გამოგრჩეთ, გეთაყვა - ცალსახად კმაყოფილია საკუთარი „შედევრით“ .

(თანდართული ფოტო - თბილისის ზოოპარკი)

ბოლო სიახლეები