ხვალ თბილისის მერიის ცხელი ხაზი მოქალაქეებს ვერ მოემსახურება

12 ივლისი, 2019 17:55 პოლიტიკა

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს:

"კომპანია "სილქნეთის" მიერ დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოების გამო, ხვალ, მთელი დღის განმავლობაში შეჩერებული იქნება თბილისის მერიის ცხელი ხაზის მომსახურება.

ცხელი ხაზის ოპერატორები, მობილური ტელეფონების მეშვეობით მხოლოდ 112-ისა და საპატრულო პოლიციის ზარების მიღებას შეძლებენ.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებული ზარებისთვის!


ბოლო სიახლეები