ვახტანგ კიკაბიძე რუსეთიდან ფარულ შემოსავალზე გავრცელებულ ინფორმაციას განმარტავს

13 ივლისი, 2019 20:12 კულტურა

წყარო:  РИА Новости


ქართველმა მომღერალმა ვახტანგ კიკაბიძემ გამოცემა „კომსომოლსკაია პრავდასთან“ საუბრისას კომენტარი გააკეთა იმ თემაზე, თითქოს მას რუსეთიდან ფარული შემოსავალი აქვს. ინფორმაციას ახალი ამბების სააგენტო „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

რამდენიმე ხნის წინ მსახიობმა ბორის კლიუევმა განაცხადა, რომ არტისტი რეგულარულად გამოდის რუსეთში კორპორატიულ საღამოებზე, კონტრაქტში კი თითქოს არის პუნქტი იმის თაობაზე, რომ მის ჩასვლაზე არავინ არაფერი უნდა შეიტყოს.

კიკაბიძე ირწმუნება, რომ მოსკოვში უკანასკნელად 2008 წელს იმყოფებოდა. სამხრეთ ოსეთში ომის შემდეგ კი, უმრავი მიწვევის მიუხედავად, გასტროლებზე უარს ამბობს.

„მე ვთქვი, რომ ჩემი ფეხი არ იქნება იქ, სანამ ჩვენს ქვეყნებს შორის ასეთი სიტუაციაა“, - განმარტავს მომღერალი.

გარდა ამისა, მან განაცხადა, რომ მიჯნავს პოლიტიკასა და ხალხს. ამიტომ „ყოველთვის მზადაა, იმღეროს რუსი ხალხისთვის, ოღონდ არა რუსეთში.“

 

რუსეთი

ბოლო სიახლეები