ბორჯომში, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე, თანამედროვე ტიპის საკემპინგე ადგილი მოეწყობა

14 ივლისი, 2019 14:15 ტურიზმი

ბორჯომში, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე, თანამედროვე ტიპის საკემპინგე ადგილი მოეწყობა, რომელიც აღჭურვილი იქნება ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით, როგორიცაა საპიკნიკე მაგიდა, ცეცხლის დასანთები ადგილი, საშხაპე. საკარვე ადგილი აღიჭურვება ჰელიო სისტემითაც. პროექტი ასევე ითვალსიწინებს გარემოსდაცვით საგანმანათლებლო აქტივობებს და სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე საგანმანათლებლო ბილიკის მოწყობას.
მრავალმიზნობრივი ტყითსარგებლობა და ეკოტურიზმის განვითარება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. შესაბამისად, ეროვნული სატყეო სააგენტო აქტიურად მუშაობს სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე მსგავსი ინფრასტრუქტურის შექმნასთან დაკავშირებით, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასა და ეკო-ტურიზმის განვითარებას ყველა რეგიონში.
პროექტს - „ტყის მრავალფუნქციური გამოყენების დანერგვა და პოპულარიზაცია ბორჯომის მუნიციპალიტეტში“, სახოებათა კონსერვაციის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი „ნაკრესი“, სამცხე-ჯავახეთის მედია-ცენტრთან პარტნიორობით ახორციელებს. პროექტი ინიცირებულია ეკო-გრანტების პროგრამის ფარგლებში და დაფინანსებულია BP -ისა და მისი პარტნიორების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის და სამხრეთ კავკასიის გაზსადენის პროექტების ფარგლებში. პროგრამის განმახორციელებელი პარტნიორია კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი, სი-თი-სი.

ბოლო სიახლეები