საქართველოსა და სენტ-კიტსისა და ნევისის ფედერაციას შორის სავიზო რეჟიმი უქმდება

17 ივლისი, 2019 18:46 პოლიტიკა

ნიუ-იორკში, საქართველოს მთავრობასა და სენტ-კიტსისა და ნევისის ფედერაციის მთავრობას შორის გაფორმდა შეთანხმებები „ორდინალური პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ“ და „დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ“.

შეთანხმებებს ხელი გაეროსთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა კახა იმნაძემ და გაეროსთან სენტ-კიტსისა და ნევისის მუდმივმა წარმომადგენელმა ბატონმა სემ ტრევის კონდორმა მოაწერეს.

შეთანხმებები ძალაში შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შემდგომ შევა.

ცნობისათვის: სენტ-კიტსისა და ნევისის ფედერაცია კარიბის ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში, სენტ-ლუისის კუნძულებზე მდებარეობს.

ბოლო სიახლეები