მეცნიერებმა კოსმოსიდან გადაღებული ფოტოების დახმარებით მიწისძვრების წინასწარმეტყველება ისწავლეს

21 აგვისტო, 2019 18:15 ტექნოლოგიები



 წყარო: РИА Новости


ამერიკელმა და რუსმა მეცნიერებმა ერთობლივი მუშაობის შედეგად კოსმოსიდან გადაღებული ფოტოების მიხედვით მიწისძვრების პროგნოზირების ავტომატიზებული სისტემა შექმნეს. ინფორმაციას ავრცელებს ახალი ამბების სააგენტო „რია-ნოვოსტი“, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის კოსმოსური კვლევების ინსტიტუტის მთავარ მეცნიერ-თანამშრომელ სერგეი პულინეცზე დაყრდნობით. „თუმცა, მიღებული მონაცემების ანალიზისთვის აუცილებელია სპეციალური სამსახური, რომელიც ჯერჯერობით მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ არის“, დასძენს მეცნიერი.

მისი თქმით, იმ რაიონების თავზე, სადაც შემდგომში მიწისძვრა მოხდა, უჩვეულო იონოსფერული ანომალიები პირველად საბჭოთა მეცნიერებმა შენიშნეს, როდესაც 1980-იან წლებში თანამგზავრ „ინტერკოსმოს-19“-დან მიღებულ მონაცემებს ამუშავებდნენ.

როგორც წესი, მსგავსი მოვლენები სტიქიურ უბედურებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩნდებოდა და ხან დადებით (ელექტრონული კონცენტრაციის მატება), ხან კი უარყოფით (კლება) ხასიათს ატარებდა.

ამის შემდეგ მკვლევარებმა სეისმური აქტიურობის ზონებში სითბური ანომალიებიც დააფიქსირეს, რისი აღმოჩენაც ასევე თანამგზავრის საშუალებით შეიძლება. ეს ყველაფერი სხვადასხვა სიმაღლეზე აღინიშნებოდა - დედამიწის ზედაპირიდან ღრუბლების ზედა ზღვრამდე.

სწორედ ამ მონაცემებმა გახადეს შესაძლებელი მიწისძვრების მაუწყებელი ნიშნების ფიზიკური მოდელის შემუშავება.

 

 


ბოლო სიახლეები