მყვინთავები "ტიტანიკის" ძლიერ დაზიანებებზე ჰყვებიან

22 აგვისტო, 2019 16:56 უცხოეთის ამბები


წყარო: РИА новости


ამერიკელმა მყვინთავებმა „ტიტანიკის“ კორპუსზე ძლიერი დაზიანებები აღმოაჩინეს, რომლებიც კოროზიამ და მიკროორგანიზმების ზემოქმედებამ გამოიწვია. ინფორმაციას ავრცელებს ახალი ამბების სააგენტო „რია ნოვოსტი“ Atlantic Productions-ის პრესრელიზზე დაყრდნობით.
ეს ექსპედიცია პირველია უკანასკნელი 14 წლის მანძილზე ჩატარებულ კვლევებში, რომელშიც ადამიანმა უშუალოდ მიიღო მონაწილეობა. მის შემედგენლობაში მეცნიერები, ისტორიკოსები და მყვინთავები შევიდნენ.
რვა დღის განმავლობაში ისინი ხუთჯერ დაეშვნენ ხომალდის ნამსხვრევებთან და 4K ფორმატის ფოტოები გადაიღეს. ასევე შეიქმნა ორთქლმავლის დეტალური 3D მოდელი.
„ყველაზე საშინლად განადგურებულია ოფიცერთა კაიუტების მარჯვენა მხარე, სადაც კაპიტნის კაიუტაც მდებარეობდა. კორპუსმა დაშლა სწორედ ამ ადგილიდან დაიწყო,“ - აცხადებს „ტიტანიკის“ ისტორიის სპეციალისტი პარკ სტივენსონი. მისი თქმით, ხომალდის დაშლის პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდება.
ბრიტანული ორთქლმავალი „ტიტანიკი“, რომელიც მსოფლიოში უმსხვილეს სამგზავრო ლაინერად მიიჩნეოდა, 1912 წლის 14 აპრილს, ნიუ-იორკისკენ მიმავალი რეისის დროს აისბერგს შეეჯახა და ორი საათისა და 40 წუთის შემდეგ ჩაიძირა. ტრაგედიამ, რომელსაც 1,5 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მთელი მსოფლიო შეძრა.


ბოლო სიახლეები