დევიდ გერეტის კონცერტის საორგანიზაციო ჯგუფი განცხადებას ავრცელებს

22 აგვისტო, 2019 22:34 კულტურა

მევიოლინე დევიდ გერეტის კონცერტის საორგანიზაციო ჯგუფი განცხადებას ავრცელებს:

"1. სპორტის სასახლის კარები გაიღება 13 სექტემბერს 18-15 საათიდან და დაიკეტება 19-45 საათზე; 
2. პარტერში ბილეთების მფლობელების შესვლა მოხდება მიროტაძის ქუჩიდან (ყოფილი მორკინალის მხრიდან) მდებარე შესასვლელიდან 13 სექტემბერს 18-15 საათიდან 19-45 საათამდე;
3. პარტერის გარდა ყველა დანარჩენი ბილეთების მფლობელების შესვლა მოხდება სპორტის სასახლის ცენტრალური შესასვლელებიდან 26 მაისის მოედნის მხრიდან 13 სექტემბერს 18-15 საათიდან 19-45 საათამდე;
4. დაგვიანებით მოსული მაყურებელი 19-45 საათის შემდეგ კონცერტზე არ დაიშვება და ბილეთის საფასური არ დაუბრუნდება; დაგვიანებულ მაყურებელს შეუძლია დაელოდოს სანახაობის პირველი ნაწილის დასრულებას და შესვენების შემდეგ დაესწროს სანახაობის მეორე ნაწილს;
5. შოუ დაიწყება ზუსტად 20-00 საათზე. შესვენება 21-00 საათიდან 21-20 საათამდე. 
6. სანახაობის მეორე ნაწილი დაიწყება 21-20 საათზე და გაგრძელდება 22-40 საათამდე;
7. ღონისძიების დაცვის საკითხებს არეგულირებს დევიდ გერეტის დაცვის სპეციალური ჯგუფი ევროპიდან ქართველ კოლეგებთან ერთად;
8. აკრძალულია დარბაზში შესვლა ზურგჩანთებით და დიდი ზომის ხელჩანთებით; მეტალის და მინის საგნებით; მათ შორის წყლის ან სხვა სასმელის ბოთლებით; წყლის შეტანა აკრძალულია მცირე ზომის პლასტმასის ბოთლებითაც;
9. დარბაზში წყლის შეტანა დასაშვებია მხოლოდ ფოიეში განლაგული დახლებიდან აღებული სპეციალური ჭიქებით; 
10. მაყურებლისთვის ფოიეში სპეციალურად მოწყობილია ადგილები კვებისა და გამაგრილებელი სასმელებისთვის;"

შეგახსნებთ, საქართველოს კულტურის პალატის მოწვევითა და ორგანიზებით, სახელგანთქმული მევიოლინე დევიდ გერეტი 13 სექტემბერს თბილისში, სპორტის სასახლეში მსმენელის წინაშე თავის ბენდთან ერთად წარსდგება.

მუსიკა

ბოლო სიახლეები