თბილისი(პანტიანი) - მანგლისის გზის 10 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

23 აგვისტო, 2019 13:23 ეკონომიკა & ბიზნესი


თბილისი(პანტიანი) - მანგლისის გზის 10 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება .
ამ დროისთვის, ასფალტ-ბეტონის საფარის და კიუვეტების მოწყობის სამუშაოები ტარდება.
თბილისი(პანტიანი)-მანგლისის საავტომობილო გზა კოდა-მანგლისი-ფარცხისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზას უერთდება და უმოკლესი დამაკავშირებელი გზაა თბილისთან.

 პროექტის ღირებულება 6 995 800 ლარია

ბოლო სიახლეები