ანაკლიაში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალის სტუმრებისთვის სამედიცინო დახმარების პუნქტები გახსნეს

23 აგვისტო, 2019 15:57 კულტურა


სქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრომ ანაკლიაში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალის დასრულებამდე, პირველადი სამედიცინო დახმარების 2 პუნქტი, სასწრაფო დახმარების 4 ეკიპაჟი და შესაბამისი აღჭურვილობის 1 რეანიმობილი განათავსა. აღნიშნული, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ ადგილზე დაათვალიერა. მედპერსონალი ფესტივალის სტუმრებს, საჭიროების შემთხვევაში, პირველად სამედიცინო დახმარებას ადგილზე აღმოუჩენს, ჰოსპიტალიზაციას კი, იქვე განთავსებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი უზრუნველყოფს

მუსიკა

ბოლო სიახლეები