საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდია აქტიურ რეზერვში მოქალაქეების მიღებას განაგრძობს

27 აგვისტო, 2019 13:21 სამხედრო თემა


საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდია აქტიურ რეზერვში მოქალაქეების მიღებას განაგრძობს. ამ მიზნით, ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები მოქალაქეებს შეხვდნენ, საინფორმაციო ბროშურები გადასცეს და რეზერვში მიღების პროცედურები განუმარტეს.

ამ ეტაპზე ტერიტორიულ რეზერვში ქალაქ თბილისის, მცხეთისა და იმერეთის რეგიონში მცხოვრები 18-დან 50 წლამდე ასაკის მოქალაქეები მიიღებიან. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ აღნიშნულ რეგიონებში მცხოვრებ18-დან22 წლის ჩათვლით სტუდენტებსაც, რომლებსაც სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის ვადის დასრულების შემდეგ, სავალდებულო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ. საბუთები მიიღება 13 სექტემბრის ჩათვლით, ყოველ სამუშაო დღეს, დილის 10-დან საღამოს 4 საათამდე.

აქტიურ რეზერვში ჩარიცხული მოქალაქეები 5 წლის განმავლობაში იმსახურებენ და სამხედრო სამსახურის პერიოდში მათი წლიური მინიმალური ანაზღაურება ხელზე ასაღები2700 ლარი იქნება. სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის პერიოდში კი, რეზერვისტები შრომის ანაზღაურების სრულ ოდენობას მიიღებენ. საბრძოლო მომზადება წლის განმავლობაში45 დღეზეა გათვლილი და12 თვეზე ნაწილდება. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ თავდაცვის სამინისტროს ვებ და ფეისბუქ გვერდებზე.

ქ. თბილისი- ეროვნული გვარდია, ვ. გორგასლის ქუჩაN89, (+995 032) 2 75 26 44; (+995 595) 06 03 44; ქ.

მცხეთა - აღმაშენებლის ჩიხი, (+995 591) 55 15 68;
ქუთაისი - მე-3 ქვეითი ბრიგადა, ახალგაზრდობის გამზირი, N1 შესახვევი, (+995 577) 19 73 05.

ბოლო სიახლეები