ADB ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის ქვეშეთი-კობის შემოვლითი საავტომობილო გზის მონაკვეთის მშენებლობისთვის გრძელვადიან ფინანსურ რესურსს გამოყოფს

27 აგვისტო, 2019 19:17 ეკონომიკა & ბიზნესი


ფინანსთა სამინისტროში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტის დაფინანსების ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.

აზიის განვითარების ბანკთან (ADB) გაფორმდა ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის ქვეშეთი-კობის შემოვლითი საავტომობილო გზის მონაკვეთის მშენებლობის დაფინანსების თაობაზე სასესხო შეთანხმება.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და აზიის განვითარების ბანკის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში იეშიმ ელჰან კაიალარიმ.

აზიის განვითარების ბანკი საქართველოსთვის გამოყოფს, დაახლოებით, 370 მლნ ევროს ოდენობის გრძელვადიან ფინანსურ რესურსს.

პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განახორციელებს.

ბოლო სიახლეები