ჩინეთის ახალმა ელჩმა საქართველოს ეროვნული მუზეუმი დაათვალიერა

29 აგვისტო, 2019 14:21 კულტურა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ლი იანი და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ეწვივნენ.

ლი იანმა მოინახულა ეროვნული საგანძური, ასევე საგანგებოდ დაათვალიერა ჩინური ხელოვნების ნიმუშები, რომლებიც მუზეუმის აღმოსავლური კოლექციის საცავშია დაცული.

მუზეუმის თანამშრომლებმა და საელჩოს წარმომადგენლებმა ისაუბრეს კულტურული ურთიერთობების გაღრმავებასა და სამომავლო ერთობლივ პროექტებზე. ჩინეთთან მრავალმხრივი საერთაშორისო ურთიერთობების კვალდაკვალ, სულ უფრო ღრმავდება ორი ქვეყნის კულტურული ურთიერთობებიც. მუზეუმის დაგეგმილ თითოეულ აქტივობას, რომელიც მიმართულია ჩინური კოლექციების პოპულარიზაციისკენ, მხარს უჭერს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო საქართველოში.

ჩინეთი

ბოლო სიახლეები