ოპერატორთა საერთაშორისო კინოფესტივალზე MANAKI BROTHERS 4 ქართული ფილმი იქნება წარმოდგენილი

2 სექტემბერი, 2019 15:34 კულტურა



14 – 21 სექტემბერს მაკედონიის ქალაქი ბიტოლა უმასპინძლებს ოპერატორთა საერთაშორისო კინოფესტივალს  MANAKI BROTHERS. ინფორმაციას კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ფესტივალზე, რომლის ფოკუს ქვეყანა წელს საქართველოა, შემდეგი 4 ქართული ფილმი იქნება წარმოდგენილი:


  1. რუსუდან გლურჯიძის “სხვისი სახლი”;
  2. თინათინ ყაჯრიშვილის “პატარძლები”;
  3. მარიამ ხაჭვანის “დედე”;
  4. ლევან კოღუაშვილის “შემთხვევითი პაემნები”;

MANAKI BROTHERS კინოოპერატორთა ერთ-ერთი უძველესი კინოფესტივალია, რომელიც მაკედონიის კინოპროფესიონალთა ასოციაციის ინიციატივით 1979 წელს დაარსდა. იგი ცნობილი ოპერატორი ძმების – იანაკი და მილტონ მანაკების სახელს ატარებს.

ფესტივალის ჯილდო “კამერა 300” არაერთი წარმატებული კინემატოგრაფისტისთვის გადაუციათ. მათ შორის არიან მსახიობები: დერილ ჰანა, კატრინ დენევი, იზაბელ იუპერი და ჟულიეტ ბინოში. აღსანიშნავია, რომ 2014 წელს “კამერა 300”-ის მფლობელი ქართველი ოპერატორი მინდია ესაძე გახდა მარიამ ხაჭვანის მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის “დინოლა”.

 

 


კინო

ბოლო სიახლეები