წინანდლის მამულში კლასიკური მუსიკის ფესტივალი გაიმართება

5 სექტემბერი, 2019 14:38 კულტურა



8-იდან 22 სექტემბრამდე წინანდლის ისტორიულ მამულში წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი გაიმართება.

15 დღის განმავლობაში 40-მდე საორკესტრო, კამერული, და სოლო კონცერტი ჩატარდება სპეციალურად ფესტივალისთვის აშენებულ სივრცეებში - 1200 ადამიანზე გათვლილ ამფითეატრსა და 600 ადამიანზე გათვლილ კამერული მუსიკის დარბაზში.

წინანდლის ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები: ლიზა ბათიაშვილი, იუჯა ვანგი, თომას ჰემფსონი, სერ ანდრაშ შიფი, მიშა მაისკი, ფაზილ საი, რენო კაპუსონი და სხვ.
პირველი საფესტივალო დღე გუსტავ მალერის მეორე სიმფონიით გაიხსნება, რომელსაც ჯანანდრეა ნოზედა უდირიჟორებს.

ფესტივალის დამფუძნებლები არიან: ვერბიეს ფესტივალის დამფუძნებელი მარტინ ენგსტრომი, ისრაელის ფილარმონიის ხელმძღვანელი ავი შოშანი, კომპანია „სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი. ფესტივალის გენერალური დირექტორია - დავით საყვარელიძე.

წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.

მუსიკა

ბოლო სიახლეები