ცსს-ს ყოფილი ანალიტიკოსი: პუტინმა ბუში 11 სექტემბრის ტერაქტის შესახებ წინასწარ გააფრთხილა

6 სექტემბერი, 2019 03:42 უცხოეთის ამბები

წყაროРИА новости

 

ვლადიმერ პუტინმა 2001 წელს ამერიკის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს შეატყობინა, რომ აშშ-ის ტერიტორიაზე ტერაქტების მოწყობას აპირებდნენ, წერს ცსს- ყოფილი ანალიტიკოსი ჯორჯ ბიბი.

როგორც ის აღნიშნავს თავის წიგნში "რუსული მახე: როგორ შეიძლება რუსეთთან ჩვენი ჩრდილოვანი ომი გადაიქცეს ბირთვულ კატასტროფად", პუტინმა 11 სექტემბრამდე ორი დღით ადრე დაურეკა თავის ამერიკელ კოლეგას და შეატყობინა, რომ "რუსულმა დაზვერვამ ტერორისტული კამპანიის მზადების ნიშნები შენიშნა - "ეს რაღაც ისეთია, რაც დიდი ხანია მზადდებოდა და ავღანეთიდან მოდის".

ექს-ანალიტიკოსი იხსენებს, რომ სწორედ პუტინი იყო პირველი უცხო ქვეყნის ლიდერი, რომელმაც ბუშს 11 სექტემბრის შემდეგ დაურეკა და აშშ-ის მიმართ თანადგომა გამოხატა.

ბიბის წიგნი ამერიკაში გაყიდვაში ამ კვირაში გამოჩნდა. მისი ავტორი ადრე ცსს- რუსეთთან დაკავშირებულ ანალიტიკურ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობდა, ახლა კი ვაშინგტონის ეროვნული ინტერესების ექსპერტთა ცენტრის ვიცე-პრეზიდენტია.

კრემლის ვებგვერდის სიახლეთა არქივში ინახება 2001 წლის 10 სექტემბრით დათარიღებული ინფორმაცია პუტინისა და ბუშის სატელეფონო საუბრის შესახებ. მასში აღნიშნულია, რომ კავშირი აშშ-ის ინიციატივით შედგა და მხარეებმა აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტისა და ამერიკა-რუსეთის უმაღლესი დონის მოლაპარაკებების მოსამზადებელი საკითხები განიხილეს. იქვე ნათქვამია, რომ ორივე პრეზიდენტმა კმაყოფილება გამოთქვა სამხედრო-პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სხვა სფეროებში კონტაქტების ინტენსიურობის გამო.

აშშ რუსეთი

ბოლო სიახლეები