უმაღლესი სასწავლებლის მიღმა დარჩენილი აბიტურიენტების ნაწილი მეორად ჩარიცხვას ითხოვს

7 სექტემბერი, 2019 11:48 განათლება



შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე იმ აბიტურიენტებს შეხვდა, რომლებმაც ყველა საგანში გადალახეს მინიმალური ზღვარი, თუმცა ვერ მიიღეს უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის უფლება. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, აბიტურიენტების მიერ არჩეული ისეთი პროგრამები გახდა, სადაც ძალიან მაღალი კონკურსი იყო.

გამოცდებზე რეგისტრაციის დაწყებამდე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში აბიტურიენთებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართეს და მიაწოდეს მათ დეტალური ინფორმაცია როგორც რეგისტრაციის, ასევე საგანმანათლებლო პროგრამების შერჩევის პროცედურის შესახებ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია პერმანენტულად ქვეყნდებოდა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებ და Facebook გვერდებზე. ინფორმაცია, თუ რა უნდა გაითვალისწინონ პროგრამების შერჩევის დროს, დეტალურადაა გაწერილი „ცნობარში აბიტურიენტებისათვის“ რომელიც გამოქვეყნდა როგორც ბეჭდური,ისე ელექტრონული სახით და ხელმისაწვდომი იყო ნებისმიერი აბიტურიენტისათვის.

გარდა ამისა, პროგრამების არჩევისას აბიტურიენტებს საშუალება ჰქონდათ ენახათ, თუ რამდენად დიდია კონკურსი მათ მიერ შერჩეულ პროგრამებზე. მათ არჩევანის შეცვლის შესაძლებლობა ჰქონდათ მას შემდეგაც კი, რაც მიიღეს ინფორმაცია ყველა საგანში მიღებული ქულებისა და აპელაციის შედეგების შესახებ. მიუხედავად ამისა, წელს 600-ზე მეტმა აბიტურიენტმა გააკეთა არჩევანი ისეთ პროგრამებზე, სადაც ძალიან მაღალი კონკურსია და ამის გამო ვერ ჩაირიცხა სასურველ პროგრამაზე.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან გვაწუხებს თითოეული იმ აბიტურიენტის ბედი, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზების გამო წელს ვერ მიიღეს უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვის უფლება. განსაკუთრებით კი მათი, ვინც გადალახა ბარიერი და ვერ ჩაირიცხა. იმისათვის, რომ თავიდან აგვეცილებინა ასეთი შემთხვევები, ჩვენ წელს, გაზაფხულზე მთელი საქართველოს მასშტაბით (თბილისში და რეგიონებში) ჩავატარეთ ღია კარის დღეები და ვაწარმოეთ საინფორმაციო კამპანია, რათა აბიტურიენტები მაქსიმალურად ინფორმირებული ყოფილიყვნენ  შემდეგ საკითხებზე: აბიტურიენტებს აქვთ პროგრამების განუსაზღვრელი რაოდენობით არჩევის უფლება. გარდა ამისა, პროგრამების არჩევანის გაკეთებისას აბიტურიენტებს აქვთ საშუალება ნახონ რამდენად დიდია კონკურსი მათ მიერ არჩეულ პროგრამაზე. აბიტურიენტებს ფაქტობრივად მთელი ზაფხულის განმავლობაში შეუძლიათ ცვალონ მათი არჩევანი, არჩევანის შეცვლის შესაძლებლობა აქვთ მას შემდეგაც, რაც გაეცნობიან ყველა საგანში მიღებულ ქულებს და აპელაციის შედეგებს.

ეს ინფორმაცია ასევე ხელმისაწვდომი იყო აბიტურიენტთა ცნობარში, რომლითაც ხელმძღვანელობს აბიტურიენტი დარეგისტრირების დროს. ცნობარიგამოიცა როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით.

მიუხედავად ამისა, ყოველწლიურად არის აბიტურიენტების ნაწილი რომლებიც ირჩევენ ისეთ პროგრამებს, სადაც არის ძალიან მაღალი კონკურსი და ამის გამო ვერ ირიცხება სასურველ პროგრამაზე. ამ შედეგის დადგომისას აბიტურიენტების ნაწილს კვლავ სურს  სცადოს სხვა პროგრამებზე ჩარიცხვა, თუმცა პროცესი უკვე დამთავრებულია და კანონი ამის საშუალებას აღარ იძლევა.

მიუხედავად ამისა წელსაც გვყავს 600-ზე მეტი ასეთი აბიტურიენტი. აბიტურიენტების ნაწილი ითხოვს მეორად ჩარიცხვას, თუმცა ეს არ არის გამოსავალი, ვინაიდან ასეთი ჩარიცხვების შემთხვევაში არ არის გარანტია, რომყველა მათგანი ჩაირიცხება, იყო შემთხვევა როცა  ასეთი ჩარიცხვის დროსაც თითქმის აბიტურიენტთა დიდი ნაწილი კვლავ უმაღლესი სასწავლებლის გარეთ დარჩა.“

 

ბოლო სიახლეები