ბათუმის პორტში თურქეთის რესპუბლიკის გემი TCG SANCAKTAR შემოვიდა

9 სექტემბერი, 2019 16:24 სამხედრო თემა



ბათუმის პორტში საქართველოში ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკის გემი TCG SANCAKTAR (L 403) შემოვიდა. ბათუმის ნავსადგურში გამართულ საზეიმო დახვედრის ცერემონიალს ქალაქის მერის მოადგილე ლელა სურმანიძე ესწრებოდა. აღნიშნული ვიზიტი თურქეთის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის საზღვაო წვრთნების ფარგლებში ხორციელდება .

დღესვე, ბათუმის მერიაში გემის ეკიპაჟის წევრებსა და თურქეთის რესპუბლიკის გენერალურ კონსულს მაქბულე ქოჩაკს უმასპინძლეს. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა თურქეთსა და საქართველოს შორის არსებულ თანამშრომლობასა და პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებაზე, ბათუმის მერიასა და თურქეთის ქალაქების მერიებს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე.

ბათუმი თურქეთი

ბოლო სიახლეები